The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პროსპერ ჟოლიო კრებიიონი

დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1674
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 1762  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დიჟონი.

ფრანგი კლასიციზმის უკანასკნელი პერიოდის აზნაურ-ეპიგონური ფრთის წარმომადგენელია და გამოხატავს არისტოკრატული საზოგადოების განწყობილებას მისი ზნეობრივი საფუძვლების შერყევის ხანაში. მისი პიესები წარმოგვიდგენს სისხლიანი ქორწინების, სიძულვილისა და სიყვარულის, შურისგების სურათებს. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიას(1711) ''რადამისტი და ზენობია''  საფუძვლად უდევს ძვ. საქართველოსა და სომხეთის ისტორიული სიუჟეტი: მასში ასახულია I საუკუნის იბერიის დედაქალაქში, ფარსმანის სასახლეში მომხდარი ტრაგედია. ავტორი იყენებს ანტიკურ, კერძოდ ტაციტუსის წყაროებს. სიზუსტეს მოკლებულ ისტორიული ფაქტები მაინც საინტერესოდ წარმოსახავს ძლიერ, უშიშარ, მედგარ მებრძოლს ''იბერიის დიდებულ მეფე ფარსმანს''. ქართველი ქალ-ვაჟის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს; გრძნობას უპირისპირდება სამშობლოს წინაშე მოვალეობა, გონება იმარჯვებს გრძნობაზე, საინტერესოდაა სომხეთის მეფის მითრიდატეს სახეც წარმოსახული. პიესას დიდი წარმატება ჰქონდა საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ. ''კომედი ფრანსეზის'' სცენას  XIX ს, 1829 წ-მდე შემორჩა. სულხან საბა ორბელიანის პარიზში ყოფნისას წარმატება ჰქონია. პიესას დიდი ინტერესი აღუძრავს ასევე ტაციტუსის მასალების მიმართ. 1720 წ. ინგლისში დაიდგა ჰენდელის ოპერა ''რადამისტი''. გრიბოედოვსაც დაუწყია დრამის ''რადამისტი და ზენობია'' წერა, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. ფრანგი დრამატურგი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.21; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.205

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საფრანგეთის აკადემია, წევრი (1731-)

გააზიარე: