Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მაიაკოვსკი![]()
Biographyდაბადები ადგილი: ქ. ბაღდათი, ქუთაისის მაზრა. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო. 1906 წელს პირველად ჩამოვიდა თბილისში, მეორედ - 1914 წელს (ფუტურისტების ჯგუფთან ერთად). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კიდევ სამჯერ იყო თბილისში(1924, 1926, 1927წწ.). რუსთაველის სახელობის თეატრში, თსუ-ში, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, ცენტრალურ მუშათა კლუბში და სხვა დაწესებულებებში კითხულობდა ლექსებს, მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე. თბილისის პრესა დაწვრილებით აშუქებდა მაიაკოვსკის გამოსვლებს, დიდ ყურადღებას უთმობდა მის შემოქმედებას. თბილისში ტრიალებდა ლიტერატორთა და მხატვართა საზოგადოებაში(ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი, ნ. შენგელაია, ი. გამრეკელი და სხვა). 1924 წელს კ. მარჯანიშვილთან და მხატვარ ი. გამრეკელთან ერთად მონაწილეობდა მთაწმინდაზე თავისი ნაწარმოების "მისტერია ბუფის"(თარგმნა ტ. ტაბიძემ) დადგმის საკითხის განხილვაში. თბილისში მაიაკოვსკიმ დაწერა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები("საიუბილეო", "თამარი და დემონი", "ამბოხის გუგუნით"), რომლებიც პირველად გაზეთ "ზარია ვოსტოკაში" გამოქვეყნდა. მაიაკოვსკის ზოგიერთ ლექსში ასახულია თბილისი. გ. რობაქიძის პროსპექტზე დგას მაიაკოვსკის ძეგლი. თბილისში არის ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.635; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.463 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |