The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა არჩვაძე

შოთა არჩვაძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1926
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1998  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1947-1952წწ. საქართველოს რადიოინფორმაციის კომიტეტი, კორესპონდენტი, რედაქტორი; 1954-1956წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", კინორეჟისორის ასისტენტი; 1956-1970წწ. საქართველოს ტელევიზია, უფროსი რედაქტორი; 1970-1993წწ. კომპანია "ქართული ტელეფილმი", უფროსი რედაქტორი, სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრი. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "თბილისის ბოტანიკური ბაღი"(დოკუმენტური, 1957); სცენარის ავტორია ფილმების: "თბილისის ბოტანიკური ბაღი"(დოკუმენტური, 1957), "ექიმი მიდის ფეხბურთზე"(1962), "მზე ჭიქაში"(1963).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: