The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ასათიანი

დავით ასათიანი
Date of birth:13 January, 1957  (67 years)
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1976-1979 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფოტო ხელოვნების ფაკულტეტზე; 1979-1980 წლებში სწავლა განაგრძო ქ. მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსაოპერატორო უმაღლეს კურსებზე.

1975 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო - პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად; 1980 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "მემატიანეში", კინოოპერატორად;  მის მიერ გადაღებული ფილმებია: "ოლიმპიადა - 80" (1980), "ადამიანი და ზვავი" (1981), "დარღვეული წონასწორობა" (1981), "სამი მონოლოგი ტყის დასაცავად" (1982), "დიალოგი" (1982), "ტყე უბრუნდება თბილისს" (1983), "გენეტიკური ინჟინერია" (1983), "საქართველოს ხელოვნება" (1984), "ტყე შეუნახე შვილებსა" (1984), "ჰერალდიკა" (1985), "გამმართველების ბრიგადა" (1985), "ბავშვთა სიხარულის სასახლე" (1985), "ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი" (დოკუმენტური, 1985), "რეისი თუშეთში" (1986), "ვაზის ცრემლები" (1986), "ბოტანიკური ბაღი" (1987), "საქართველო გუშინ, დღეს, ხვალ" (1987), "მარგარეტ ტეტჩერი" (1987), "ილია ჭავჭავაძე 150" (1987), "საქართველოს რიტმები და მელოდიები" (1988),   "ხანძრის სადარაჯოზე" (1988), "აჭარა ჩემი სიყვარული" (1988), "რუსთავი 40" (1989), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს" (1989), "გონიო" (1989), "ვანის გათხრები" (1990), "მომეცით სიტყვა" (1990), "ცეკვა ჩემი სტიქიაა" (1990), "თბილისობა" (1990), "ქალები" (დოკუმენტური, 1990),"საქართველო" (1991), "ქართული სამზარეულო" (1991), სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საომარი მოქმედებები, "პლებისციტი (1996), "ყირიმელი ქართველები" (1996), "XX საუკუნის ქრონიკები" (1997), "26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე" (1997), "პირველი ნაბიჯები" (1997),  "ენგურჰესის დატბორილი ტურბინები გალში", "26 საუკუნის მეგობრობა" (1999), "ღვთისმშობლის კვართი", "აჭარა" (2000), "ლოკომოტივის სტადიონი" (2001), "დავით სარაჯიშვილი" (2002), "რთველი კახეთში" (2003), "წუთისოფელი" (2003), "იმედითა შენითა" (2003), "უფლის ჯარისკაცები" ( 2004), "ვნების კვირა წმინდა მიწაზე" 2005), "დედა ღვთისმშობელი" (დოკუმენტური, 2005),  "გურჯისტანის ვილაიეთი" (2006), "მაცხოვარი ლატალისა"(დოკუმენტური, 2008) და სხვა.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.6

Member of Organizations

  • ოპერატორების საერთაშორისო ასოციაცია (ჰოლივუდი), წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1990 - ოქროს პალადინი პალერმოს ფესტივალი
    ფილმისთვის "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს"

Share: