Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ბარათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1953 წელს; 1954-1958წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1957-1958წწ. მოსკოვის ალექსანდრე პუშკინის სახელობის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე; სხვადასხვა დროს, ქ. მოსკოვის წიგნთა პალატა, რედაქტორი; გაზეთი "იზვესტია", კორესპონდენტი. 1959 წელს დაბრუნდა თბილისში და მოღვაწეობა დაიწყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1963-1967წწ. სასცენარო განყოფილება; 1967-1974წწ. საქართველოს კინოკომიტეტის მთვარი რედაქტორი; 1974-1976წწ. და 1978-1985წწ. ცენტრალური კომიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე; 1976-1978წწ. კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივან-განმკარგულებელი; 1990-2005წწ. ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული თატრის დირექტორი; 2005 წლიდან ამავე თატრის კონსულტანტი; 1995 წლიდან საქართველოში რუსეთის კულტურის ცენტრის დირექტორი. სცენარის ავტორია ფილმების: "მე და ჩემი მეზობლები"(1973), "ქვასანაყი"(ანიმაციური, 1976); გადაღებულია ფილმებში: "ჩაკლული სული"(სტუდიის დირექტორი, 1994), "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"(თეატრის დირექტორი, 2003). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |