The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ნებიერიძე

Date of birth:18 February, 1935  (90 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1963 წელს.

1963 წლიდან იყო თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის წამყვანი მსახიობი; ქართული რეპერტუარი: ზურაბი (რ. ლაღიძე "სიმღერა თბილისზე"), ფრანჩესკო, თავადი(გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "კურკას ქორწილი"), მიხო (ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი"), შეიხი (ლ. იაშვილი "ბაბაჯანას ქოშები"), თავადი ილია (ნუნუ გაბუნია "კინტო"); სხვა რეპერტუარი: ბარონი (ი. შტრაუსი "ბოშათა ბარონი"), პაბლო (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), რუსი (ბოკი "მევიოლინე სახურავზე"), ურჩხული (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ავლევი(შტოტგარტი და ფრიმლი "როზ-მარი"), ედვინი(კალმანი "სილვა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.364

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: