შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ქ. ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში. 1974 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ხმის რეჟისორთა ჯგუფში, მოგვიანებით ტელეფილმების სტუდიის ადმინისტრატორად; 1978-2007წწ. კომპანია "ქართული ფილმის" კინოოპერატორი. პროდიუსერია ფილმების: "უფლის რწმენითა და შეწევნით"(დოკუმენტური, 2003), "მისიითა საქართველოში"(დოკუმენტური, 2007); დამდგმელი ოპერატორია ფლმების: "ვის უცდიან თოვლიანი მთები"(დოკუმენტური, 1982), "საქართველოს მატიანე"(დოკუმენტური, 1986), "სნაიპერი"(დოკუმენტური, 2000), "მისიით საქართველოში"(დოკუმენტური, 2007) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |