შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქარელი, ახლანდელი ქარელის რაიონი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1917 წელს. 1918 წლიდან მუშაობდა თსუ სამკურნალო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრაზე პირველ ასისტენტად და ფაკულტეტის სწავლულ მდივნად. 1935-1948წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე. 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. ა. ნათიშვილთან ერთად გამოსცა "ადამიანის ნორმალური ანატომიის" სახელმძღვანელო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნაში. მან შეადგინა "რუსულ-ქართულ-ლათინური სამედიცინო ტერმინილოგია". ანატომი, ქართული სამედიცინო ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |