შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფია1790 წლიდან იყო ჯერ ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი, ხოლო მოგვიანებით ჩაირიცხა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში; 1820 წელს მან სტატსკი სოვეტნიკის ჩინი მიიღო; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი. გ. თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. ის ასევე არის "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ინტერპოლატორი. მწიგნობარი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.82
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |