Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1871 წელს, 1875 წელს კი ნოვოროსიის(ოდესის) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის კანდიდატის წოდებით. გარკვეული დროით მსახურობდა ქ. ფოთის სასამართლო უწყებაში, შემდგომ მეფისნაცვლის კანცელარიაში საგლეხო განყოფილების უფროსად. 1891 წელს ის გადადგა სამსახურიდან. იმავე წელს ნ. ნიკოლაძისგან შეიძინა გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე", რასაც ვ. და კ. თუმანიშვილებთან ერთად გამოსცემდა 1903 წლამდე. გ. თუმანიშვილის სტატიები და წერილები იბეჭდებოდა იმდროიდელ პროგრესულ პრესაში; თანამშრომლობდა "დროებასა" და "ივერიაში"; 1878-1879წწ. გამოსცა ქართული "ალმანახი"; შექმნა ქართული საგამომცემლო ამხანაგობა, რომელმაც პირველად გამოსცა წიგნად ნ. ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების თხზულებანი. გ. თუმანიშვილს სხვადასხვა საკითხზე გამოცემული აქვს მრავალი ნაშრომი. მონაწილეობდა კავკასიაში საერობო დაწესებულებათა და თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსებაში. იყო კავკასიათმცოდმეობის კურსებისა და საზოგდოებრივი კლუბების ორგანიზატორი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში. იყო ქართული თეატრალური ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |