შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს. 1939-1959წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1944-1971წწ. მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1956 წლიდან მცირე და გამოყენებით ხელოვნებათა განყოფილების გამგე). ნამუშევრები: სერია "ირმები" (1952-1960, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს სამხატვრო გალერეა, ავტორის ოჯახის კუთვნილება), კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე(მცირე, მრგვალი პლასტიკა, 1952-1955, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ავტორის ოჯახის კუთვნილება), დეკორატიული პანო "მოსავლის აღება" (1953, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), კერამიკულ ფილებზე შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია "ბერიკაობა"(1957-1959, საქართველოს სამხატვრო გალერეა) და სხვ. ავტორია ნაშრომებისა ძველი ქართული კერამიკის შესახებ. მხატვარ-კერამიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.367; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |