შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის კრეფსი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული საოპერატორო კურსები 1935 წელს. დაიწყო მუშაობა თბილისის კინოსტუდიაში ჯერ მემონტაჟედ, შემდეგ ოპერატორის თანაშემწედ, ასისტენტად, ოპერატორად. გადაიღო ფილმები: (1937) ''შოთა რუსთაველი'', ''ბასკები'' (1938) და სხვა. სამამულო ომის დროს ფრონტზე წარგზავნილი ქმნიდა ქრონიკას. იგი მრავალი სპორტული ( მთამსვლელთა) ექსპედიციის მონაწილეა და სპორტის თემაზე შექმნილი აქვს მრავალი ფილმი. მათ შორის აღსანიშნავია: ''მწვერვალ ''მოსკოვის'' დაპყრობა''(1957) , ''კავკასიონის მთები''(1964), ''უშბაზე ძლიერნი''(1965); ერთ-ერთი ოპერატორია მხატვრული ფილმისა "მწვერვალთა დამპყრობნი"(1951); საბჭოთა კინოოპერატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.28 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |