The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი
Date of birth:15 September, 1930
Date of death:25 November, 1990  (at 60 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის "ვოპროსი ფილოსოფიი" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1987-1990 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. მოღვაწეობის ბოლო პერიოდში მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილის ანალიზი ონტოლოგიური თვალსაზრისით, რაც ჩამოაყალიბა არა მხოლოდ წმინდა მეცნიერულ, არამედ პუბლიცისტურ ნაშრომებსა და ინტერვიუებში. თავის კვლევაში ის ძირითადად ეყრდნობოდა კლასიკურ ტრადიციას, განსაკუთრებით პლატონის, დეკარტის, კანტის ნააზრევს. ამ სამი ფილოსოფოსის კონცეფციათა განხილვას მან მიუძღვნა ფუნდამენტური ნაშრომები: "ანტიკური ფილოსოფია", "კარტეზიანული განაზრებანი" და "კანტიანური ვარიაციები". მისმა ფილოსოფიურმა მოღვაწეობამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. XX ს. 80-იან წლებში აქტიურად ჩაება ქართულ ეროვნულ მოძრაობაში, ცდილობდა თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დაპირისპირებოდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი. 2001 წლის მაისში თბილისში რუსთაველის პროსპექტზე გაიხსნა მ. მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი). საფრანგეთში, "პარიზის ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში" 1992 წელს დაარსდა მამარდაშვილის სახელობის პრემია.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.638; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.487-488

Bibliography


Share: