The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ერქომაიშვილი

Date of birth:18 October, 1932
Date of death:18 May, 2001  (at 68 years)
Category:Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქობულეთის საშუალო სკოლაში. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (1966 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში (პოლონეთი, ქ. ლოძი 1977; საქართველო, ქ. თბილისი, 1980; უნგრეთი, ქ. სეგედი, 1984), არისტოტელესადმი მიძღვნილ საკავშირო კონფერენციებში (1981, 1984, 1987; წალკა-თბილისი); მონაწილეობდა ქართული ენციკლოპედიისათვის ფილოსოფიური მასალების მომზადებაში; მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში; ვ. ერქომაიშვილის კვლევითი ინტერესები ფილოსოფიის ფართო პრობლემატიკას მოიცავდა: შემეცნების თეორია, დეტერმინიზმის პრობლემები, ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, ერისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები და ა.შ.; მათ შორის კი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა პოზიტივისტური ფილოსოფია, განსაკუთრებით კი - ლოგიკური პოზიტივიზმი; თავის ნაშრომებში გვთავაზობს პოზიტივისტური ფილოსოფიის კრიტიკას, აჩვენებს აღნიშნული ფილოსოფიის ცალმხრივობას, მისი მიზნის მიუღწევლობასა და მეთოდოლოგიურ პრობლემებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეოპოზიტივიზმი და ჭეშმარიტების თეორია"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლოგიკური პოზიტივიზმის ძირითადი პრინციპების კრიტიკა".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.93; ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge

Bibliography


Share: