| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ერქომაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1979 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად ფილმებზე: "დიდოსტატის მარჯვენა" (1969), "ლევან ხიდაშელი" (1973), "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974), "მწვერვალი" (1976) და სხვ. ნუგზარ ერქომაიშვილმა გადაიღო ფილმები: "კაშხალი მთაში" (1979), "ნიკა მთაში" (1979), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (1980). არის დამდგმელი ოპერატორი შემდეგი ფილმებისა: "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "წერილები შვილებს"(1981), "დღეს ღამე უთენებია" (1983), "ბატონი ავანტიურისტები"(1985, გ. ჭელიძესთან ერთად), "ორომტრიალი" (1986), "მამა, შვილი და ნიავი" (1988), "ხედვის ანბანი" (1994), "ერთაწმინდა" (1994) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.94; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

