შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპირიდონ ესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1835 წლიდან მსახურობდა ბრესტის ქვეით და ლიტვის ეგერთა პოლკებში. მონაწილეობდა ყირიმის (1853-1856) ომში, იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროზე. მსახურობდა კავკასიის კორპუსის შტაბში. 1860 წელს გადაიყვანეს ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. 1863 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1865-1875 წლებში იყო თბილისის გუბერნიის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის, წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1874). გენერალ სპირიდონ სპირიდონის ძე ესაძის მამა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |