შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპირიდონ ესაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი. 1888 წელს სამსახური დაიწყო მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში. 1894 წელს მიენიჭა პოდპორუჩიკის ჩინი. 1894-1897 წლებში სწავლობდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ (1897) მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში. 1899 წელს დანიშნეს თბილისის საარტილერიო სახელოსნოს უფროსის თანაშემწედ. ასწავლიდა თბილისისა და ირკუტსკის იუნკერთა სასწავლებლებში. იყო თბილისში უფასო ზოგადსაგანმანათლებლო კურსების ერთ-ერთი დამაარსებელი. ავტორია სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისათვის განკუთვნილი ფიზიკის და მექანიკის სახელმძღვანელოებისა. საქართველოს სამთამადნო წარმოების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი. პედაგოგი, რუსეთის არმიის ოფიცერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |