The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ესაძე

ბორის ესაძე
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1864
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1914  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქ. ტვერის იუნკერთა საკაველერიო სასწავლებელი.

სამსახური დაიწყო ნოვოროსიისკის დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სახელობის დრაგუნთა პოლკში (1882). იმავე წელს ჩაირიცხა ტვერის საკავალერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ (1886) მსახურობდა კავკასიის არმიის სხვადასხვა ნაწილში საშტაბო თანამდებობებზე. პასუხსაგები თანამდებობები ეკავა ყარსის ოლქში. 1911 წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის ჩინი. მას ეკუთვნის ნაშრომები რუსეთის არმიის ცალკეული სამხედრო ნაწილების ისტორიის, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრება-მოღვაწეობის, რუსეთის არმიაში ქართველების ღვაწლის შესახებ. იყო რუსეთის სამხედრო-ისტორიული და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებების კავკასიის განყოფილების ნამდვილი წევრი. მას ეკუთვნის საინტერესო დაკვირვებანი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის პროპაგანდაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებული "საქართველოს მატიანე"(ნაკვ. I, თბ., 1913 და "მთელი კავკასია" (№1, თბ. 1903, ორივე რუსულ ენაზე). დიდი ენერგია შეალია ქართული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. აქტიურად მონაწილეობდა  "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებების" დაარსებაში. 1905 წელს გამოაქვეყნა ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული "საქართველოს გამოეჩენილ  ადამიანთა ცხოვრება. ბარათოვის ტომი"(თბ.,1905, რუსულ ენაზე), რომლის შემოსავალი მოხმარდა ნ. ბარათაშვილის ძეგლის მოწყობას(ეს ძეგლი, რომელიც დაიდგა დიდუბის პანთეონში, 1938 წელს გადატანილი იქნა მთაწმინდაზე). დააარსა რამდენიმე რუსული პერიოდული ორგანო "კავკაზსკი კრაი" (1905), "კავკაზსკაია არმია" (1907), რომელსაც ჰქონდა ორი ყოველკვირეული დამატება "კავკაზსკი ვეტერან"(ჯარისკაცებისათვის) და "კავკაზსკი ვოენნი ვესტნიკ" (ოფიცრებისათვის). იყო გაზეთ "ყარსის" რედაქტორი (26. I. 1910-2.VII.1911). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს (ფსევდონიმები: "ბუდილნიკი", "ბლაგოჟელატელი", "ბეზ პსევდონიმა", "გ. კარტველი", "ზემეცი" და სხვ.). საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. გამომცემელი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.97; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება , ნამდვილი წევრი
  • რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: