The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ესაკია

ნიკოლოზ ესაკია
Date of birth:21 January, 1906
Date of death:15 April, 1987  (at 81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტი 1931 წელს.

1931-1932წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის საბადოზე მთავარ ინჟინრად, თბილისის საპროექტო ინსტიტუტში-"ზაკგოსპროექტში". 1932 წელს მივლინებული იყო მოსკოვის სამთო აკადემიაში. 1933 წლიდან მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებაში (იყო მიწისქვეშა სადგურების "ლერმონტოვოს", "მაიაკოვსკის", "ნოვოსლობოდსკაიას" მშენებლობის უფროსი); 1941 წლიდან ხელმძღვანელობდა სპეციალური ობიექტის(მთავრობის თავშესაფარი მოსკოვში), ხოლო 1942-1943წწ. გაგრა-სოხუმის რკინიგზის გვირაბების მშენებლობას, 1943-1945წწ. დანგრეული შახტების აღდგენას მოსკოვის ოლქში და ახალი ობიექტების მშენებლობას; 1945 წლიდან იყო მოსკოვის "მთავარგვირაბმშენის" უფოსის მოადგილე; II მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა აღდგენით სამუშაოებზე. 1946-1964წწ. ი. ვ. კურჩატოვთან და ს. პ. კოროლიოვთან ერთად ხელმძღვანელობდა სპეციალური მშენებლობის-ატომური მრეწველობის და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მშენებლობას. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სახალხო მეურნეობის განვითარებაში; 1969-1972წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1972-1978წწ. "თბილმეტრომშენის" მთავარი სპეციალისტია. სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალისტი, II რანგის გენერალ–დირექტორი.   

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.97

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1966 - ლენინური პრემია
  • 1949 - სტალინური პრემია
  • 1949 - სოციალისტური შრომის გმირი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: