Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამი (ქართლის დედოფალი)![]()
Biographyქართლის დედოფალი 1634 წლიდან; 1632-1658წწ. როსტომ მეფის მეუღლე, მანუჩარ I დადიანის ასული და ლევან II დადიანის და. როსტომის გარდაცვალების შემდეგ მიათხოვეს ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს. 1634-1646წწ. მარიამის თაოსნობით თბილისში გადაიწერა "ქართლის ცხოვრების" კრებული, რომელიც ქართული კულტურის ისტორიაში შევიდა მარიამისეული "ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით. მარიამი ზრუნავდა მტრის მიერ დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე. მფარველობდა პოეტებს, მთარგმნელებს, კალიგრაფ-გადამწერებს, საერთოდ წიგნიერ, განათლებულ ხალხს. მარიამს მიეძღვნა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც იგი "მეორე თამარად" არის წოდებული. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.641; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.67-68; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.538
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |