შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მარუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქარელი, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1933 წელს. მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცონო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1944-1959წწ. და 1962-89წწ. ინსტიტუტის დირექტორია; 1959-1962წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი, 1974 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პარაზიტოლოგია; დანერგა საქართველოში პარაზიტოლოგიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური მიმართულება; შეისწავლის ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, ბრუცელოზს და ნაწლავთა ინფექციებს. საქართველოში პირველმა გამოავლინა აგრანულოციტოზი, ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ბუნებრივი კერობრიობა, ადამიანის ტრიქონელოზი ე. წ. უსიყვითლო ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტომატოზი. მარუაშვილის ხელმძღვანელობით ლიკვიდირებულია ჩვენში მალარია. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი. თბილისში არის გ. მარუაშვილის სახელობის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.643; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.557 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |