შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კუკუჯანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1924 წელს. 1936-1939წწ. მუშაობდა იმავე აკადემიაში პროფ. ს. ფიოდოროვისა და ვ. შევკუნენკოს ხელმძღვანელობით; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის შემდეგ კი კავკასიის და ყირიმის ფრონტების მთავარი ქირურგი; 1942 წლიდან თბილისის სამხარეო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; 1946 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე; შეისწავლიდა თირკმლების ფუნქციას, ქოლემიურ სისხლდენას, ექინოკოკურ დაავადებას, საზარდულის თიაქარს და სხვა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1946). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.63; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 223 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |