The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მარუაშვილი

ლევან მარუაშვილი
Date of birth:25 October, 1912
Date of death:5 December, 1992  (at 80 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს.

1938-1941წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941-1945წწ. იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომში (სტალინგრადი, 1943 წლის ბოლოდან კავკასიაში); ომის დამთავრების შემდეგ ბრუნდება ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1949-1953წწ. სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადაჰყავთ კათედრის გამგედ; 1953 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კონკურსით დაიკავა ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა; 1956-1980წწ. გეომორფოლოგიის, ხოლო 1980-1992წწ. გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელია. ძირითადად მოღვაწეობდა გეომორფოლოგიის და პალეო-გეოგრაფიის დარგებში. მისი ავტორობითა და რედაქტორობითაა შექმნილი კაპიტალური მონოგრაფია "საქართველოს გეომორფოლოგია" (რუს. ენაზე: 1971წ.) იგი ავტორია პირველი ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა საქართველოსა და კავკასიის ფიზიკურ გეოგრაფიაში, გამოსცა "პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი" (რუს. ენაზე, 1985); 1982 წელს მონაწილეობდა "საქართველოს წითელი წიგნის" შედგენაში. ხელმძღვანელობდა ალპინისტურ ასვლებს ყუროზე, არჯიყოლთაუზე, მყინვარწვერსა და სხვა მწვერვალებზე. 1932-1936წწ. მონაწილეობდა პამირის ექსპედიციებში. ავტორია 500-მდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა, რომელთგან 30-მდე ცალკე წიგნად არის გამოცემული ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ჰინდის ენებზე. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), მთამსვლელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: "კლასტოკარსტი ცენტრალური სამეგრელოს ნეოგენურ კონგლომერატებში". დაიცვა 1947 წელს (მოსკოვის უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა: "სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგანი (აღნაგობა, რელიეფი, განვითარების ისტორია)". დაიცვა 1952 წელს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.643; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.185-186

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985-)

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1984 - აფხაზეთის მეციერებათა დამსახურებული მორვაწე
  • 1977 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
  • 1972 - ნ.მ. პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: