შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, გორის რაიონი. 1831-1836 სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1837 წლიდან იმყოფებოდა სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე. მ. თუმანიშვილს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის და ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია; ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს ნ. ბარათაშვილთან ერთად მონაწილეობდა პოეზიის "ანთოლოგიის"შედგენაში (1833, გადაწერილია მისი ხელით); ხელმძღვანელობდა ხელნაწერი ჟურნალის "თბილისის გიმნაზიის ყვავილის" გამოცემას (1835, რუსულ ენაზე); ითვლებოდა თეატრის პირველ კრიტიკოსად საქართველოში; მის წერილებში, მოცემულია გ. ერისთავის თეატრის დაარსების ისტორია, მსახიობების დახასიათება, განხილულია პიესები. წერილებს ბეჭდავდა გაზეთებში: "კავკაზ", "დროება" და ჟურნალ "ცისკარში"; 1857 წ-დან მოლაყბის ფსევდონიმით ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდება მისი ცნობილი ფელეტონები. თარგმნა ა. პუშკინის "ბახჩისარაის შადრევანი", "კავკასიის ტყვე" და სხვ.; მ. თუმანიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული კაბინეტისა და რუსული გეოგრაფიული სზოგადოების განყოფილების მუშაობაში; მნიშვნელოვანი წერილები აქვს საქართველოს ეთნოგრაფიაზე. მის მიერ შეგროვილი ეთნოგრაფიული კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცულ, ხოლო მ. თუმანიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.- გვ. 10; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |