შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მარჯანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების დგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1924 წელს. 1925–1927წწ. საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მივლინებით იმყოფებოდა ლაიფციგში; 1927 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. მუსხელიშვილის ასისტენტად; 1927–1933წწ. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო თბილისის ენერგეტიკის ინსტიტუტის მათემატიკისა და მექანიზაციის კათედრის გამგე; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებაში. 1934–1981წწ. მუშაობდა მოსკოვში ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1949–1951წწ. იყო მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში მათმატიკის კათედრის გამგე; 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი – კვლავ მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი გამოთვლების განყოფილების გამგე. ძირითადი შედეგები მიღებული აქვს რიცხვთა ადიციურ თეორიასა (რიცხვების წარმოდგენა ხარისხების ჯამების სახით) და გამოყენებით მათემატიკაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დაწესებულია კ. მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდია, თბილისში არის კ. კ. მარჯანიშვილის სახელობის ქუჩა. რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შვილი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.644; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.567 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |