Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ნიკოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს(ფილოლოგიური), თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1971 წელს(სარეჟისორო). მოღვაწეობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თეატრებში; 1992 წლიდან მოღვაწეობდა თურქეთში, სადაც დააარსა თეატრი "ექო" სმენადაქვეითებულ და უსინათლო მსახიობებისათვის; მათი ძალებით დგამდა თურქულ სერიალებს; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ქ. იზმირის თეატრალური ინსტიტუტში, ქ. სტამბოლის "მალტე-პეს" უნივერსიტეტში, კათედრის გამგე; ქ. ტრაპზონის ტელევიზიით მიჰყავდა ქართულენოვანი გადაცემები; მონაწილეობდა კინოფილმებში: "მოლანდება"(1975), "ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", "ზოგი ჭირი მარგებელია"(1984, ორივე), "მოდი ვილაპარაკოთ"(1986), "ტურანდოტი"(1989), "ლოლიტა"(1991); რეპერტუარი: ქართული სპექტაკლები, მუსიკალური კომედიები, მიუზიკლები, ოპერეტები: ვ. აზარაშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"(1983, პრემიერა), რ. კემულარია "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"(1983, პრემიერა), გ. ჩლაიძე "ღვთაებრივი კომედია"(1983, გ. ქარცივაძესთან ერთად), რ. ხორავა "რწყილი და ჭიანჭველა(1981), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985); ოპერები: გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(1977, პრემიერა ქუთაისში); სხვა დადგმები: პუჩინი "ტოსკა"(ქუთაისი), ი. მეიტუსი "ახალგაზრდა გვარდია"(1977, ქუთაისი); ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 366
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |