The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფრემ II (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ეფრემ II
Legal name:გრიგოლ სიდამონიძე
Date of birth:19 October, 1896
Date of death:7 April, 1972  (at 75 years)
Burial location:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დოესი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 წლებში. განათლება მიიღო გორის სასულირო სასწავლებელში. 1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1920-1922 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1922 წელს აღიკვეცა ბერად. 1925 წელს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარეპისკოპისად. 1927 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა თავდაპირველად  მანგლისის, შემდეგ კი ნინოწმინდის ეპისკოპოსად. შეთავსებით იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორპისკოპოსი, საიდანაც 1928 წელს პირადი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. 1930 წელს დროებთ განაგებდა ურბნისის ეპარქიას. 1937 წელს, ეფრემ II, როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი პიროვნება, დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1944 წელს გათავისუფლდა სასჯელისაგან და ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად დაინიშნა. 1945 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და დროებით მართავდა არგვეთის, ნიკორწმინდის, ცაგერისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1953 წელს გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1960 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ეფრემ II-ის ინიციატივით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო სასწავლებელი, რომელიც  1963 წელს სემინარიად გადაკეთდა. მისი კათოლიკოსობის დროს საქართველოს ეკლესია შევიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. 1970 წელს ეფრემ II-ს მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. დაჯილდოებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, რუსეთისა და საქართველოს მრავალი საეკლესიო და საერო ორდენითა და მედლით. 1953 წლის 28 მარტს ეფრემ II დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მას ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.111

Awards and Honors

  • 1953 - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება

Share: