Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გერსამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი ოპერატორი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "მიხა" (1965), "დიდი მწვანე ველი" (1967), "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968), "გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (1973), "გზის დასაწყისი" (1982), "ჭიდაობას რა უნდა" (1986), "ხვეული კიბით" (2001), "მეიდანი-სამყაროს ჭიპი" (დოკუმენტური, 2004), "მონეტა" (2005), "ჯაყოს ხიზნები" (2009) და სხვ. უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორი (1989). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.340 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |