შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესო გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს. 1989-1991წწ. ოდესის კინოსტუდია, დამდგმელი რეჟისორი; 1991-1992წწ. მოსკოვის ტელეფილმების სტუდია, დამდგმელი რეჟისორი; 1992-1994წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1994-1999წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი, რეკლამისა და მუსიკალური კლიპების რეჟისურის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1999-2000წწ. სტუდია "აუდიენცია", ტელეგედაცემის რეჟისორი; 2000-2001წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი; 2003 წელს ტელეკომპანია "იმედი", სატელევიზიო სერიალის რეჟისორი; 2003-2005წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან შპს "კავკასიის გლობალური კინემატოგრაფია", ხელმძღვანელი; დამოუკიდებელი კინოპროდიუსერი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: «День рождения» (Ru, 1984), «Случайно увиденное лицо» (Ru, 1985), «Лунатик» (Ru, 1985), «Мгновение» (Ru, 1989), "წამიერება“ (1990), «Двойник» (Ru, 1991), «Катастрофа» (Ru, 1992), "დურუ“ (1994); სცენარის ავტორია ფილმების: "ეს დღე რომ არ ყოფილიყო"(2006), "წამიერება"(1990); პროდიუსერია ფილმების: "პრემიერა"(2008), "ეს დღე რომ არ ყოფილიყო"(2006); მემონტაჟეა ფილმის: "დურუ"(1994); გადაღებულია ფილმში: "ჩვეულებრივი ამბავი"(კაცი, 1984). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |