Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კუპრავა
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1952 წელს. პირველი ლექსი 1940 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - ''ლექსები''(1946); მისი პოეტური კრებულებია: ''ლექსები''(1952), ''ნაცრისფერი ყაბალახი''(1966), ''მგზავრული''(1976), ''მაღალი მთები დაუთოვია'' და სხვა. მისი რომანი ''ლურჯი იების ზღაპარი''(1972) ასახავს ქართული სოფლის ცხოვრებას; რომანი ''სირიაჩქონის ტყის სიზმარი'' (1977) მიეძღვნა ქართული კომკავშირული ორგანიზაციის ''სპარტაკის'' მოღვაწეობას. ნათარგმნი აქვს ნ. ტიხონოვის, ა. სურკოვის, ა. სოფრონოვის, მ. ქარიმის, კ. ხეთაგუროვის, მ. ლასურიას და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.76; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 194-195 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |