Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მაღალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1954 წელს. 1951 წელს თბილისის ა. ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია; სამი წლის შემდეგ აკადემიაში სწავლას წყვეტს და სწავლას აგრძელებს შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე; 1954 წელს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, ამავე დროს რეჟისორ კ. პიპინაშვილს ასისტენტობას უწევს ფილმ - "ორი ოკეანის საიდუმლოებას" გადაღებაში; 1956-1958 წლებში ქუთაისის დრამატული თეატრის ჯერ დამდგმელი, ხოლო შემდგომ მთავარი რეჟისორია; განახორციელა ე. ზოლას "რაბურდენის მემკვიდრენი" და 1956 წელს პირველად ქართულ სცენაზე დადგა პ. კაკაბაძის "კახაბერის ხმალი", ლ. სანიკიძის "გაიუს გრაკხი" (1957); 1958 წლიდან თელავის თეატრის მთავარი რეჟისორია და დგამს სპექტაკლებს: გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი" და ი. მჭედლიშვილის "პირველი ყეენობა"; 1959 წელს კვლავ ბრუნდება კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და იღებს მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს "ცეცხლი და სიყვარული"; 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორია; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რეჟსორული ნამუშევრები სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" ნ. ხატისკაცის ინსცენირებით, გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა", ფ. შილერის "ორლეანელი ქალწული", მოლიერის "სკაპენის ოინები", ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა", ე. შვარცის "წითელქუდა", ლ. უსტიროვის, ო. ტაბაკოვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ვ. იაქაშვილის "ციხის ხევის საიდუმლო", ს. ვოლოდინის "უფროსი და", ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია", "სადა ხარ, სოფიკო?", "გოგო და ბიჭი", "შვილები" და ლიტერატურული კომპოზიცია "დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე" (ვ. დევდარიანის თანაავტორობით; პიესების ავტორი თ. მაღალაშვილი). რეჟისორია მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმებისა: "დაუვიწყარი დღე" (1977), "ძნელი დასაწყისი" (1982), "არსენას სიმღერა" (1985); გადაღებულია ფილმებში: "ფერისცვალება" (1968), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978). მოსკოვის დრამატურგიის ფესტივალის ლაურეატი, მოსკოვის საერთაშორისო თეატრების ფესტივალის ლაურეატი, თეატრისა და კინოს რეჟისორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.646; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.73; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.584 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |