The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალფრედ კურელა

ალფრედ კურელა
სხვა სახელი:ა. ბერნარდი
ვ. რებიგი  (ფსევდონიმი)
ვ. ციგლერი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:12 ივნისი, 1975  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფრიდრიხსფელდის ცენტრალური სასაფლაო, ბერლინი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოდერის ბჟეგი, პოლონეთი.

1918 წ.ლიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამავე წელს შეხვდა ლენინს; 1934-1954წწ. ცხოვრობდა სსრკ-ში;  ავტორია წიგნებისა: ''გზა ლენინისაკენ'' (1967), ''მე ვცხოვრობ მოსკოვში''(1947); 1928 წლიდან მას საქართველოსთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა; 3 წელი ცხოვრობდა აფხაზეთში, სოფელ ფსხუში; თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, ი. ნონეშვილის ლექსები; დაწერა კ. გამსახურდიას ''დიდოსტატის მარჯვენის'' გერმანული გამოცემის ბოლოსიტყვაობა(მცირე შემოკლებით დაიბეჭდა გაზ. ''ლიტერატუტულ საქართველოში'', 1967, N46); 1956 წელს გამოსცა დასურათებული ალბომი ''მშვენიერი კავკასია'". ა. კურელას ცხოვრების ეპიზოდს ასახავს გ. რჩეულიშვილის მოთხრობა ''სიკვდილი მთაში''. გერმანელი მწერალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.80

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო პალატა, დეპუტატი
  • გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1957-)
  • გერმანიის კომუნისტური პარტია (1918-)

გააზიარე: