Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლღა ნინუა-ცაგურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. სოხუმის ქალთა გიმნაზია. 1914-1915წწ. სწავლობდა ქ. ტულის კონსერვატორიაში, 1922-1926წწ. ქ. მოსკოვის სასწავლებელში (ვოკალური), 1926-1928წწ. სტანისლავსკის სახელობის საოპერო სტუდიაში, პარალელურად, 1927-1929წწ. მუშაობდა ამავე სტუდიაში; მოსკოვში გამოდიოდა საჩვენებელ კონცერტებზე; საჩვენებელი კონცერტებით გამოდიოდა სოხუმსა და ბათუმში; 1929 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ასრულებდა კოლორატურული სოპრანოს ყველა წამყვან პარტიას ქართულ და ოცხოურ რეპერტუარში; პარტნიორები: ლემეშევი, პიროგოვი, კოზლოვსკი, ს. ინაშვილი, დ. ბადრიძე; დირიჟორები: ი. ფალიაშვილი, ა. გველესიანი, მ. ფანიკეტი; ქართული რეპერტუარი: მარო, მარეხი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ცირა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქათო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ჯილდა, ვიოლეტა (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), დედოფალი (მეიერბერი "ჰუგენოტები"), დედოფალა(ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები"), მიუზეტა (პუჩინი "ბოჰემა"), როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ნორინა (დონიცეტი "დონ პასკუალე"), მარფა (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), ქსენია (ფემელიდი "რღვევა"), ლარისა პავლოვნა (ესპოზიტო "კამორრა"), ტრილბი (იურასოვსკი "ტრილბი"); საოპერო მომღერალი, სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |