Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია ნიორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1986 წელს (ვოკალური). 1986-1987წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის სოლისტი; 1987-1988წწ. სტაჟირება გაიარა ქ. ლენინგრადის კონსერვატორიაში; ვოკალის კურსი გაიარა ოზიმოს (იტალია) აკადემიაში; 1993-1995წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (მეცო-სოპრანო); დებიუტი შედგა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე: ნანო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1996 წლიდან მიიწვიეს მარიას (ლენინგრადი) თეატრში სოლისტად, სადაც ვერდის ოპერებში მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტიები შეასრულა, აქვე დებიუტი შედგა კარმენის პარტიით (ბიზე "კარმენი"), ამავე პარტიით წარსდგა სან-ფრანცისკოს მსმენელის წინაშე; გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენებზე; 2000-2016წწ. მეტროპოლიტენ ოპერის (აშშ) წამყვანი პარტიების შემსრულებელი; არის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; ქართული რეპერტუარი: ნათელა, ნანო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"); სხვა რეპერტუარი: კარმენი (ბიზე "კარმენი"), აზუჩენა, მადალენა, ამნერისი, ებოლი (ვერდი "ტრუბადური", "რიგოლეტო", "აიდა", "დონ კარლოსი"), ორფეოსი (გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე"), სუძუკი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), ბერტა (როსინი "სევილიელი დალაქი"), ოლგა, ლაურა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), მავრა კუზმინიჩნა, ელენა ბეზუხოვა (პროკოფიევი "ომი და მშვიდობა"), ფრიკა (ვაგნერი "რაინის ოქრო"), კონჩაკოვნა (ბოროდინი "თავადი იგორი"), მარინა მნიშეკი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); მიღებული აქვს ჰ. ბელვედერის სახელობის კონკურსის დიპლომი (ვენა), ხ. გაიარის სახელობის კონკურსის დიპლომი (1994, ესპანეთი ), რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონკურსის დიპლომი და სპეციალური პრიზი როსინის "იტალიელი ქალი ალჟირში" მთავარი პარტიის ვირტუოზულად შესრულებისთვის (1994, პეტერბურგი), ელენე ობრაზცოვას სახელობის კონკურსის II პრემია (1999, პეტერბურგი). გასტროლები: საფრანგეთი, იტალია, აშშ, ნორვეგია, ისრაელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 368
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |