The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფრემ მაწყვერელი

Date of birth:8??
Date of death:8??
Burial location:აწყურის მონასტერი
Category:Religious leader, Saint

Biography

ეფრემ მაწყვერელი იყო აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით 845-885 წლებში. დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში, იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, შემდეგ ცხოვრობდა ნეძვის მონასტერში. იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. წყაროებში იხსენიება "დიდი ეფრემის" სახელით. ეფრემ მაწყვერელი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, მან არსენ I კათოლიკოსის წინააღმდეგ მოწყობილი ძლიერი დაჯგუფება მშვიდობიანი გზით დაშალა, კათოლიკოსს შეარიგა უკმაყოფილო ეპისკოპოსები და მთავარი გვარამ მამფალი. ერთ-ერთი ვერსიით, ეფრემ მაწყვერელის მცდელობით საქართველოს ეკლესიამ იერუსალიმის პატრიარქის სერგის(843-859) თანხმობით მიიღო უფლება "მირონის კურთხევისა" ქართლში, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მირონის კურთხევის უფლება მცხეთის ეკლესიას V საუკუნიდან ჰქონდა(მანამდე მირონი იერუსალიმიდან იგზავნებოდა). შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 17(30) აპრილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.112


Share: