Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ოიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1985 წელს(თეორიული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(მუსიკის თეორია). 1990-2000წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი(მუსიკის თეორია); 1993-2005წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიული კათედრის მეცნიერ თანამშრომელი; პარალელურად 1994-2000წწ. მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკალური პედაგოგიკის ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები); 1997-2004წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა" მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 2001-2003წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2003-2004წწ. მინისტრის მოადგილე; 2004-2014წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, 2014 წელს სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; მუსიკისმცოდნე ჯ. ოიკაშვილის ვაჟიშვილი; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ო. თაქთაქიშვილის ჰარმონიის სტილური თავისებურებანი", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |