The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ექვთიმე III (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ექვთიმე III იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV საუკუნის I ნახევარში. გიორგი ბრწყინვალესთან ერთად  ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწიფო წესრიგის აღდგენას. მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რომელმაც მთის მოსახლეობისათვის კანონები შეიმუშავა ("ძეგლის დადება მეფეთ მეფე გიორგის მიერ"). ექვთიმე III იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანობის ზნეობრივი ნორმების მოსაწესრიგებლად. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული და არაქართული ქრისტიანული მონასტრების მატერიალურ-მორალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 1334 წელს ექვთიმე III-მ  პალესტინის საბაწმინდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლოებით ამავე პერიოდში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო აღაპი დაუწესეს. მოხსენიებულია სინას მთის მონასტრის სულთა მატიანეში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114


გააზიარე: