The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გოშაძე

თენგიზ გოშაძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 2014  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა "თბილისის კინოსტუდიასთან" არსებული კინომსახიობთა სკოლა 1947 წელს; 1951-1955წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1951 წლიდან რეჟისორის ასისტენტი ფილმებზე: "მწვერვალთა დამპყრობნი“, "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი", "მანანა", "ორი ოჯახი"; 1976 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგია. ავტორია წიგნებისა და პუბლიცისტური სტატიების ხელოვნების ნიმუშების შესახებ; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პერიოდულ გამოცემებში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ბიჭი და ძაღლი" (1964), "წყალდიდობა" (1970), "მოხუცი მემანქანე" (1981); სცენარის ავტორია ფილმების: "წყალდიდობა" (1970), "მოხუცი მემანქანე" (1981).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: