The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გურგენიძე

ჯემალ გურგენიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1960 წელს; ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი 1980 წელს.

მუშაობდა ქ. ლენინგრადის სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში, დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, 1956 წლიდან თბილისის დოკუმენტური ფილმების  სტუდიაში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "პოემა ქვებზე" (დოკუმენტური, 1975), "ბურთი საუკუნეთა მიღმიდან"(დოკუმენტური, 1977), "მოწოდება" (დოკუმენტური, 1982); სცენარის ავტორია ფილმების: "პოემა ქვებზე" (დოკუმენტური, 1975), "მოწოდება"(დოკუმენტური, 1982).

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: