The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი ეშბა

ნელი ეშბა
Date of birth:25 April, 1928
Date of death:13 March, 2015  (at 86 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961 წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის  აფხაზური დასის რეჟისორი იყო, 1963-1964 წლებში კი მთავარი რეჟისორი. 1963-1964 წლებში სტაჟირებას გადიოდა პეტერბურგის მ. გორკის სახელობის აკადემიურ დიდ თეატრში გ. ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით. 1964-1968 წლებში რეჟისორად მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. 1968-1974 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და აფხაზური დასის მთავარი რეჟისორი. საუკეთესო დადგმებია: დ. გულიას "აჩრდილები", პ. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია", რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია", რ. შვარცის "შიშველი მეფე", მ. გორკის "მოგარაკენი", ა. დიუმას "კლოდის ცოლი", დ. ჟოტევის "ვენერას შემოსვა", ბ. შინკუბას "სიმღერა კლდეზე", ფ. შილერის "დონ კარლოსი" და სხვ. 1973-1974  და 1977-1983 წლებში ნელი ეშბა იყო რუსეთის სხვადასხვა თეატრების რეჟისორი. 1974-1977 წლებში იყო ასტრახანის დრამატული თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი. 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით მოსკოვში შეიქმნა თეატრი "ვრემია", სადაც იგი მოღვაწეობდა როგორც დირექტორი და მთავარი რეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.121

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: