The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ დიასამიძე

ზურაბ დიასამიძე
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დრამისა და კინოს მსახიობი) 1989 წელს; ქ. მოსკოვში დაამთვრა ი. გერასიმოვის სახელობის კინოს ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი (TV და კინოს პროდიუსერი) 2005 წელს.

1998 წელს დააარსა კომპანია "მიფასი მიუზიკ“ და დღემდე მისი დირექტორთა საბჭოს წევრია; 2006 წელს დააარსა სტუდია "მიფასი ფილმი"(გენერალური პროდიუსერი); 2007 წელს დააარსა "ანიმაციის განვითარების ფონდი"(დირექტორი); 2009 წელს დააარსა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი“ (დირექტორი). სცენარის ავტორია ფილმის: "ცეკვა ისრებთან“ (ანიმაციური, 2008); პროდიუსერია ფილმების: "რატომ არის ზღვა მარილიანი"(ანიმაციური, 2007), "ლეგენდა ღვინოზე"(ანიმაციური, 2007), "როგორ გაჩნდა ბუ"(ანიმაციური, 2009), "წყლის პირველი შროშანი"(ანიმაციური, 2009), "რატომ ამოდის მზე მამლის ყივილზე? (ანიმაციური, 2009) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: