შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს; 1946 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკური ორდინატურა. მუშაობა დაიწყო გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1957-1942წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური ლაბორატორიის გამგე; ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს III ქირურგიული განყოფილების გამგე; 1962-1967წწ. რეანიმაციის ლაბორატორიის, ხოლო 1967-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეანიმაციის საპრობლემო ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1973 წლიდან ჩამოაყალიბა სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრა და 1973-1988წწ. იყო მისი გამგე; მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი: ორი სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია (ერთი მათგანი - "რეანიმაცია" ამ ტიპის პირველი მონოგრაფიაა საქართველოში). რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რეანიმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1972). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.650; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 611 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |