The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტადეუშ ლადა ზაბლოცკი

ტადეუშ ლადა ზაბლოცკი
Date of birth:27 August, 1813
Date of death:1847  (at 33 years)
Burial location:კულპი, ახლანდელი ნახიჩევანის ასსრ
Category:Ethnologist, Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლუგინიჩი, ვიტებსკის გუბერნია, რუსეთი.

ვიტებსკის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1831 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების განხრით.

ესწრებოდა რუსი ენათნეცნიერების, პროფესორ პ. პობედონოსცევისა და ა. კუბარიოვის ლექციებს; 1833 წელს იგი გამორიცხეს უნივერიტეტიდან, დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიტებსკში, მეფის საწინააღმდეგო სიმღერის გავრცელებისთვის; შემდეგ გააგზავნეს კავკასიაში მესანგრეთა ბატალიონის რიგით ჯარისკაცად, სადაც ებრძოდა მეამბოხე მთიელებს; 1837 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც შეხვდა იაკობ პოლონსკის, დაუმეგობრდა ნიკოლოზ ბარათაშვილს, მ. თუმანიშვილს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილებს - ნინოსა და ეკატერინეს, აზერბაიჯანელ პოეტსა და ისტორიკოსს აბას კული-ხან ბაქიხანს; თარგმნიდა ქართულიდან; დაწერა ლექსი "ალაზნის ველი"(1838), რომლის მინაწერში მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას, განსაკუთრებით თამარ მეფის ხანასა და ვეფხისტყაოსანს. ეს ლექსი ქართულად თარგმნა მ. თუმანიშვილმა და შეიტანა თავის "რჩეულ ლექსებში"(1882). პოლონელ პოეტთა "კავკასიის" ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლონელი პოეტი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.100 


Share: