The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი ვადაჭკორია

ბადრი ვადაჭკორია
Date of birth:29 May, 1947  (76 years)
Category:Diplomat, Journalist, Photographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1977 წელს.

1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და "ახალი ქართული გაზეთის" საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გაზეთების - "ნატვრისთვალის" და "ახალგაზრდა კომუნისტის" სპეციალური კორესპონდენტი. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი). არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი "ქართული სული" (2007, I ტომი), "ჩემი საქართველო" (2010) და სხვ. ფოტოკორესპონდენტი, მოგზაური.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129; ttimes.ge

Member of Organizations

  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1993-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი(ფედერაცია), წევრი (1982-)

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2005 - ჟურნალისტღა ფედერაციის პრიზი "ოქროს ფრთა", ლაურეატი
  • 2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: