შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს. 1960-1962 წლებში ხელმძღვანელობდა პათომორფოლოგიის განყოფილებას ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1972-1971 წლებში კი ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში. 1973-2003 წლებში უძღვებოდა ა. წულუკიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის და ჰისტოქიმიის ლაბორატორიას. მისი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენდოკრინული სისტემის სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა. ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სამი მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1991). პათომორფოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |