The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ვადაჭკორია

ნოდარ ვადაჭკორია
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. 1988 წელს არჩეულ იქნა "საკკურორტპროექტის" საქართველოს ფილიალის დირექტორად (1996 წლიდან-შპს "კურორტპროექტი"). მონაწილეობდა სანატორიუმ "იმერეთის"(წყალტუბო) დაპროექტებაში (1958). ძირითადი ნამუშევრები: სასტუმრო დაბა ფასანაურში (1958, ზ. თავართქილაძესთან ერთად), მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1963), პანსიონატები წყნეთში(1964, ყველა ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად), პანსიონატი "სინოპი"(სოხუმი, 1965), დასასვენებელი სახლი "ჰორიზონტი"(ქობულეთი, 1978, მ. ლიპარტელიანსა და მ. ჩხენკელთან ერთად), სასტუმრო "ამირანი" (თბილისი, 1986, ლ. კარკუსოვასა და მ. მარგველაშვილთან ერთად), საკასაციო სასამართლო თბილისში (2006, რ. ბაკურაძესთან ერთად) და სხვ. საერთაშორისო გამოფენებზე იყო აგრეთვე საქართველოს პავილიონების ავტორი (გფრ,1972; თურქეთი, 1974; საფრანგეთი, 1975; ყველა რ. კიკნაძესთან და შ. ყავლაშვილთან ერთად, მოსკოვი, 1977; ო. ლითანიშვილთან ერთად).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: