Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისო ერისთავი![]()
Biographyდაამთავრა მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილება 1968 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკის ისტორია და თეორია - 1974 წელს. 1974-1981წწ. - თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, მუსიკის კათედრა, კონცერტმეისტერი, მუსიკალური ფორმის და ჰარმონიის ლექციები; 1981-1993წწ. - თბილისის მუსიკალური სკოლა N16, ფორტეპიანოს პედაგოგი; 1992-2001წწ. - თბილისის ჯაზის აკადემია ("აუდიოვიზუალური სინთეზი“), ტელე-რადიო კომპანია "საქართველო“, საავტორო პროგრამა "რა არის პლასტიკა“, გადაცემების წამყვანი და რეჟისორი); 1996 წლიდან - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აუდიოვიზუალური ხელოვნების საუნდ დიზაინის მიმართულების ლექციები. მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუსიკის როლი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომპოზიციურ სტრუქტურაში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილმის ხმოვან-ხედვითი სტრუქტურა", დაიცვა 2004 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.583; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |