The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ვადაჭკორია

Date of birth:21 February, 1928
Date of death:9 December, 2005  (at 77 years)
Category:Writer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის ("ზარია ვოსტოკა", "ახალგაზრდა კომუნისტი", "სახალხო განათლება", "ლელო") და ჟურნალ "ჟურნალისტის" (1993-1995წწ. მთავარი რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, ხოლო 1966-2003წწ. ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. 1966-1967წწ. იყო სიტყვანისა და სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე, 1967-1993წწ. ენისა და ლიტერატურის რედაქციის გამგე, 1995-2003წწ. სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე.1953 წლიდან სისტემატურად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებს. ავტორია მოთხრობათა კრებულისა "პირველი ჩემპიონები" (1965). 1987 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა "კუპრა". ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: "ნოვოკაინი" (1988), "შურისგება" (1989) და სხვ. აღსანიშნავია რომანი-დილოგია (I წიგნი "მზის თვალი", თბ. 1977; II წიგნი "ლოტოსის ფურცლები", თბ. 1984), რომლებშიც გადმოცემულია სტუდენტობისა და შემოქმედი ინტილიგენციის ყოფა-ცხოვრება. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.130

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1984 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
    ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : 12 ტომად .-თბილისი : ბეჭვდვითი სიტყვის კომბინატი

Bibliography

  • კუპრა : მოთხრობა საშ. სასკ. ასაკის ბავშვთათვის (Author). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 111გვ.
  • ლოტოსის ფურცლები : რომანი (Author). - თბილისი, მერანი, 1984. - 445გვ.
  • მზის თვალი : რომანი (Author). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1977. - 310გვ.

Share: