The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ვადაჭკორია

დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 2005  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის ("ზარია ვოსტოკა", "ახალგაზრდა კომუნისტი", "სახალხო განათლება", "ლელო") და ჟურნალ "ჟურნალისტის" (1993-1995წწ. მთავარი რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, ხოლო 1966-2003წწ. ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. 1966-1967წწ. იყო სიტყვანისა და სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე, 1967-1993წწ. ენისა და ლიტერატურის რედაქციის გამგე, 1995-2003წწ. სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე.1953 წლიდან სისტემატურად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებს. ავტორია მოთხრობათა კრებულისა "პირველი ჩემპიონები" (1965). 1987 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა "კუპრა". ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: "ნოვოკაინი" (1988), "შურისგება" (1989) და სხვ. აღსანიშნავია რომანი-დილოგია (I წიგნი "მზის თვალი", თბ. 1977; II წიგნი "ლოტოსის ფურცლები", თბ. 1984), რომლებშიც გადმოცემულია სტუდენტობისა და შემოქმედი ინტილიგენციის ყოფა-ცხოვრება. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.130

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1984 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
    ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : 12 ტომად .-თბილისი : ბეჭვდვითი სიტყვის კომბინატი

ბიბლიოგრაფია

  • კუპრა : მოთხრობა საშ. სასკ. ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 111გვ.
  • ლოტოსის ფურცლები : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 445გვ.
  • მზის თვალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1977. - 310გვ.

გააზიარე: