Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალა თაბუკაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს. 1957-1968წწ. - გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" კულტურის განყოფილების გამგე; 1970-2009 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის ავტორი მრავალი კრიტიკული წერილისა და სამეცნიერო გამოკვლევებისა ქართულ და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983) და "სუფთა დაფა" (1981). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1968). კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიკოლოზ შენგელაია და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბება", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვარსკვლავთა სისტემის" ჩამოყალიბება და განვითარება XX საუკუნის 10-30-იანი წლების მსოფლიო კინემატოგრაფში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 87; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.76; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.584 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |